ინფიცირებულთა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 30 პაციენტით გაიზარდა და დღეს საქართველოში სულ 296 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 68 გამოჯანმრთელდა. 84 პაციენტი ინფექციურში მკურნალობდა და აქედან 45 უკვე გაეწერა ბინაზე.

“6 ახალი ინფიცირებული დაგვემატა. აქედან 5  ქობულეთის კლასტერიდანაა. ერთის წყარო კი უცნობია.  ძალიან მძიმე პნევმონიით სამი პირი გვიწევს ამ ეტაპზე, თუმცა ერთთან უფრო დიდი პრობლემებია. ორზე შეინიშნება უკეთესობისკენ ოდნავ ცვლილება.