ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.

დანიშვნის ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა.

გიორგი ბადაშვილი 2015-დან 2017-მდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ბადაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელობამდე კი (2014 წლის 21 იანვრიდან – 2015 წლის 2 დეკემბრამდე), მას ქვეყნის მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა.