„ახალგაზრდა დიპლომატი რომ ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე” – აშშ-ს ელჩი საქართველოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, რობინ ლ. დანიგანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ისევე, როგორც არაერთი სტუმარი აშშ-დან – ისინი ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელებსა და სხვა ღონისძიებებს დაესწრებიან. მათ შორის, როგორც აშშ-ს ბიზნეს-სექტორიდან, ისე USAID-დან, საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან.

„ახალგაზრდა დიპლომატი რომ ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე. საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ შუა დერეფნის, გზების, რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, შეერთებული შტატები და ჩვენი კომპანიები, რათა გავაგრძელოთ ამ განვითარების მხარდაჭერა და მონაწილეობა, რადგან ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი ამ შუა დერეფანში. ასე რომ, როგორც ელჩი აქ, მე აბსოლუტურად მზად ვარ მხარი დავუჭირო ამ საკითხს“, – აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.