გიგი უგულავა – დღეს „ოცნებამ“ საქართველოში გააუქმა არჩევნები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. როგორც უგულავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, „ვადა უნდა მივცეთ „ოცნებას“, შესაბამისად მთავრობისგან „გადაგდებულ“ უცხოელ პარტიორებს სივრცე, რომ დააბრუნონ „ოცნება“ შეთანხმებაში“.

„ჩემი აზრით: ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან;

ვადა უნდა მივცეთ „ოცნებას“, შესაბამისად მთავრობისგან „გადაგდებულ“ უცხოელ პარტიორებს სივრცე, რომ დააბრუნონ „ოცნება“ შეთანხმებაში;

შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე „ოცნებასთან“ საუბარი არ შეიძლება;

ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს, დღეს „ოცნებამ“ საქართველოში გააუქმა არჩევნები”,- წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.