გამოდის, რომ მასობრივი ამნეზია გვქონია ყველას!!!

ნინო ჩარკვიანი

”სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი“

ქვეყანაში ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტელევიზია (ები) რომ უნდა არსებობდეს, ეს არამხოლოდ თავისუფალი სიტყვის, არამედ თავისუფალი აზროვნების მოთხოვნაა, თუმცა “თავისუფალ სიტყვასა” და “დამოუკიდებელ მედიას” შორის დიდი განსხვავებაა.

ის, რომ რუსთავი 2-ს, (ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის საბედნიეროდ) ჰყავს ზეპროფესიონალი კადრები სადაო ნამდვილად არ არის და ამაზე მისი რეიტინგიც მეტყველებს.თუ როგორ იყენებს არხის სარედაქციო პოლიტიკა ამ შესაძლებლობას ეს სხვა თემაა..

ის, რომ ნიკა გვარამია ( თავისი ბექგრაუნდის და პოლიტიკური მრწამსის ფონზე) გვევლინება თავისუფალი სიტყვის ფლაგმანად, ხოლო გიგა ბოკერია – პატრიარქის დამცველად, არის ქართული საზოგადოების სირცხვილი და დაცინვა, რადგან გამოდის, რომ მასობრივი ამნეზია გვქონია ყველას!!!

ამ ყველაფერში ლომის წილი მიუძღვის დღევანდელ ხელისუფლებას და ეს გზა, ტაძრამდე ნამდვილად არ მიიყვანს ჩვენს ქვეყანას!!!