„გიდასტურებთ სააკაშვილის პატრიარქთან შეხვედრას, არავის პრობლემა მისთვის არ შეუქმნია“

ქეთევან ქარდავა

ჟურნალისტი

-„ ფეისბუქზე მივიღე უამრავი წერილი. ქალბატონო ქეთევან, ჩვენ ვიცით და დაგვიდასტურეთ, რომ სააკაშვილი პატრიარქთან არ შეუშვესო და პატრიარქმა გამოაგდოო.

მე გიდასტურებთ სააკაშვილის პატრიარქთან შეხვედრას. ყოფილმა პრეზიდენტმა მოინახულა ილია მეორე დედასთან ერთად. არავის პრობლემა მისთვის არ შეუქმნია. პატრიარქს აწვდიან ინფორმაციას სტუმრების შესახებ და ილია მეორე მათ იღებს. პალატასთან მყოფმა პირებმა გვითხრეს, რომ ილია მეორემ სიხარულით მიიღო სააკაშვილი და მათ ისაუბრეს.

კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ სააკაშვილმა კომენტარიც გააკეთა. როგორ დაგიდასტუროთ, რომ არ შეხვდა? ფოტო და ვიდეო მასალა იხ. პირველი არხის საიტზე ან ჩემს გვერდზე“