პატრიარქი სამშობლოში ბრუნდება (ვიდეო)

გერმანიაში მყოფი  “მოამბის” ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სოციალური ქსელით პატრიარქის მიერ კლინიკის დატოვების ფოტოს და ვიდეოს ავრცელებს.

“პატრიარქი მადლობა უხდის ყველას და სამშობლოში ბრუნდება”-წერს ჟურნალისტი.

უწმინდესის მკურნალი ექიმი, მარტინ შტრიკი აცხადებს, რომ ილია მეორე თავს კარგად გრძნობს, საჭიროების შემთხვევაში კი სამედიცინო პერსონალი მზად არის საქართველოშიც ჩამოვიდეს.

ილია მეორე საქართველოში დღეს 18:00 საათზე ჩამოვა, მას აეროპორტში მრევლი ხვდება.