11 წლიანი პატიმრობის შემდეგ გია გვიჩიანი თავისუფალია

”ეი-ი-ეს თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გია გვიჩიანი თავისუფალია.

11 წლიანი პარტიმრობიდან გათავსიუფლების შემდეგ მან  პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მზადაა ნიკა ლომინაძის ოჯახის ყველა ბრალდებას უპასუხოს.

,,მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიებით და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დასრულდა 11 წლიანი უკანონო პატიმრობა, რომლის საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ცემი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი…უფრო კონკრეტულ განცხადებას გავაკეთებ მოგვიანებით.”- განაცხადა გვიშიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გია გვიაჩიანს და ნიკა ჩემიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2006 წლის 15 აგვისტოს გამოიტანეს. ნიკა ჩემიამ და გიორგი გვიჩიანმა დანაშაული არ აღიარეს, მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. შემდეგ პატიმრობის ვადა 20 წლამდე შეიცვალა დღეს კი ორივე მათგანი გამამართლებელი განაჩენით 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.