ჩინეთში კუბოებს ანადგურებენ, აიკრძალა დაკრძალვის ყველანაირი ცერემონია

ჩინეთის პროვინციია, ჩანცის ხელმძღვანელობამ აკრძალა კუბოებიდა დასაფლავების ყველა რიტუალი. ერთადერთი საშუალება გარდაცვლილთა სხეულის დასაფლავად კრემაცია იქნება. ჩინეთში მიიჩნევენ, რომ კრემაცია ეკოლოგიას არ აბინძურებს.

გაზეთი South China Morning Post წერს, რომ პროვინციაში დაიწყო კუბოების განადგურება. გამოცემის თქმით მალე ეს პროცესი მთელ რეგიონს მოიცავს.

სხვათაშორის, სხვა პროვინციების ხელმძღვანელებიც ამ აზრზე არიან და უკვე სექტემბრიდან კრემაცია ერთადერთი საშუალება იქნება.