“არავინ არ უნდა აღმოჩნდეს მხარე ამ საქმეში-მათ შორის არც პრეზიდენტი და არც ომბუდსმენი“

.. ციანიდის საქმეზე ბოლო დროს გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია  და აცხადებს, რო ამ საქმეში არც პრეზიდენტი და არც ომბუდსმენი მხარეები არ უნდა აღმოჩნდნენ.

მე ვისურვებ, რომ არავინ აღმოჩნდეს მხარე ამ საქმეშიარავინ, მათ შორის არც პრეზიდენტი, არც ომბუდსმენი, გარდა მართლაც მხარეებისა, არ უნდა იყოს მხარე. ეს ხელს უშლის პროცესს. არ შეიძლება ჩვენ ვიდგეთ რომელიმე მხარეს. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს, რომ სიმართლე დადგინდეს და გამოძიებას ხელოვნური ბარიერები მოვარიდოთ. ასეთი ბარიერები გაჩნდა პირველივე დღიდან. ძალიან საეჭვოა, რომ რომელიმე პირი, ეს იქნება საჯარო პირი თუ მედიასაშუალება, ჩნდება, როგორც მხარე პროცესში და ეს იწვევს ძალიან ბევრ ეჭვს. ეს აზიანებს პროცესს და ქმნის ბევრ კითხვას ” – განაცხადა ბესელიამ.