„კატეგორიული მოთხოვნისა და მუქარის მიუხედავად, გაუთქმელობაზე ხელს არ მოვაწერ“

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ  ის არ მოაწერს გაუთქმელობის ხელშეკრულებას ხელს და სავსებით იზიარებს პრეზიდენტის პათოსს, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ვეთანხმები პრეზიდენტის ამ განცხადებას. გუშინვე განვაცხადე, რომ არაერთი კატეგორიული მოთხოვნისა, გამომძიებლის მხრიდან, რომ მეც გაუთქმელობის პირობაზე მომეწერა ხელი, მე ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადე, მიუხედავად იმ დაშინებისა, რომ შეიძლება ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ვუთხარიეს თქვენი პრობლემაა, თუ გინდათ დაიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნათქო და არ მოვუწერე ხელი. დანარჩენი უკვე პროკურატურის გადასაწყვეტია, მოუხსნიან ადვოკატებს ამ ვალდებულებას თუ არა. ჩემმა კოლეგებმა არაერთხელ მიმართეს განცხადებით პროკურატურას, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე პასუხი არ მიუღიათ. ახლა გამოჩნდება პროკურატურისგან, რამდენად აფასებს პრეზიდენტის რჩევას და მის სიტყვას”, – განაცხადა რამიშვილმა.