მთავარ პროკურატურაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა გახსნეს.   შეხვედრის მიზანს მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და კოორდინირებული საქმიანობის გაზრდა წარმოადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა ჯიმ მერდოკმა მონაწილეებს ადამიანის უფლებების სწავლებასთან მიმართებაშიევროპის საბჭოს პოლიტიკაგააცნო და თანამედროვე მეთოდებისა და HELP-ის დისტანციური სწავლების პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით ესაუბრა.

სამუშაო შეხვედრაში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად ჩართული იყოიუსტიციისსასწავლოცენტრის,  იუსტიციის უმაღლესი სკოლის, საქართველოს შსს აკადემიის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 50-ამდე წარმომადგენელი. სამუშაო პროცესშიმონაწილეებმა მათი ორგანიზაციის 2017 წლის გეგმები და პრიორიტეტებიწარმოადგინეს. დისკუსიის ფორმატში განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობა, რაცსაერთო მიდგომების დანერგვასა და კოორდინირებული საქმიანობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.