ნიქოზიდან დაწყებული “სიყვარული გზად და ხიდად”…

სიყვარული გზად და ხიდად”-ასე ერქვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში გამართულ, მრავალეროვან საქველმოქმედო, ამავდროულად საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც ქალთა საბჭოს თაოსნობით გაიმართა.

13697197_863281000444048_4196399422158622456_n

  ექიმების ჯგუფმა უსასყიდლოდ გასინჯა სოფლის მოსახლეობა, ლაბორატორიამ კი სისხლის ანალიზი აუღო და საღამოთი პასუხიც მოახსენა ხალხს. კერძო პირებმა ტანსაცმელი ჩაუტანა მოსახლეობას , “ბარამბომ” კი ნაყინით და ლიმონათით დაასაჩუქრა სოფლის ბავშვები. იმ დღეს, ნიქოზელებმა, შიდა ქართლში დაბადებულ ცნობილ დებს-პოეტ მზია ხეთაგურსა და ექიმ ია დავითაიას დაბადებიდან 70 წელი აღუნიშნეს .

   ლამაზი იყო  დღეს…იყო ბევრი სიხარული და ბევრი ცრემლი. იყო ტკივილი-განახლებული ტკივილი-  შინდისის საძმო სასაფლაო. ზეიმის ყველა მონაწილემ პატივი მიაგო გმირთა ხსოვნას.

13781838_1075862979173405_7535394530160615175_n

-„ეს ის შენობაა შინდისში, სადაც ჩვენი ჩვიდმეტი ბიჭი, 2008 წლის აგვისტოში, რუსების მთელ ბატალიონს ხანგრძლივად უწევდა წინააღმდეგობას. მერე, როცა ყველა მათგანი მოკლეს, შენობის ნანგრევებში შესულ რუსული ბატალიონის მეთაურს გაკვირვება ვერ დაუმალავს მათი მცირერიცხოვნობის გამო. სამარადისო დიდება სამშობლოს დასაცავად, მამულის ყველა კუთხიდან შეკრებილ გმირებს! სარკმლიდან კი ცხინვალი მოსანს, აი, ასეთია სარკმლიდან დანახული მდუმარე ცხინვალი“-განაცხადა საღამოს სულისჩამდგმელმა ქეთევან გაბრუაშვილმა.

13692510_870632969747528_8592989272224202292_n 13707810_1075862129173490_8088610169626690467_n 13754106_870633389747486_3609904383341804863_n 13754331_1075862049173498_1688481584075199944_n13781838_1075862979173405_7535394530160615175_n (1)

ამ დღესვე მრავალშვილიან ომში დაღუპულ ოჯახებს, მწოლიარე ავადმყოფებს და შშმ პირებს საჩუქრები გადაეცათ.  დღე დასრულდა საკონცერტო პროგრამით,  რომელშიც თბილისის, გორის და ახალგორის მხატვრული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ, მთელი დღის განმავლობაში კი ნიქოზში საგარეჯოს სახალხო თეატრის მსახიობის ნათელა დიღმელაშვილის მიერ გაცოცხლებული ფუფლა  დადიოდა და ყველასთან საერთო ენას ნახულობდა.

13700162_1739874422929310_2354089227746350343_n 13726840_1739873862929366_1809880498182572768_n 13731453_1739874229595996_181951172089053716_n13692599_1739869536263132_3243654084584553779_n

ნამდვილად საჭირო და ამაღელევებელი დღე იყო, ნიქოზში ხიდად გადებული ცისარტყელა პატარ-პატარა ცისარტყელებად დაიყო და მთელ საქართველოს მოსდეს ნიქოზიდან წამოსულმა სტუმრებმა.

13686558_1739874672929285_2647077842158101748_n 13707639_870990116378480_1177615518712553870_n 13770389_1739875102929242_7905764411077981403_n13697036_1739875049595914_485557364258023745_n

კომენტარის დატოვება