თურქეთში საგანგებო მდგომარეობა ძალაში შევიდა

თურქეთის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 3 თვით შემოღების შესახებ განკარგულება დღეიდან ძალაში შევიდა.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის შემოღების აუცილებლობა ამბოხებულთა წინააღმდეგ ზომების გატარების ეფექტიანობისა და სტაბილიზაციის დამკვიდრებისთვის იყო განპირობებული.

ერდოღანის თქმით, საგანგებო მდგომარეობა ხელს არ შეუშლის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, არც მოქალაქეების უფლებებს და თავისუფლებას.

16 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას 190 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 100-მდე ამბოხებული ლიკვიდირებულია, 1,5 ათასი მოქალაქე დაშავებულია.

 

 

კომენტარის დატოვება