მაღალჩინოვნებისთვის ნარკოტესტის ჩაბარება აუცილებელი უნდა იყოს წელიწადში ორჯერ

ამირან სალუქვაძე

გენერალი, ანალიტიკოსი

ნებისმიერმა საჯარო მოხელემ, როგორც სამსახურის დაწყებისას, ასევე სამსახურის პერიოდში, უნდა ჩააბაროს ნარკოტესტი.

მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის (მინისტრები, მოადგილეები, დეპარტამენტების დირექტორები და მათი მოადგილეები, გუბერნატორები, მერები და მათი მოადგილეები) ნარკოტესტის ჩაბარება აუცილებელი უნდა იყოს წელიწადში ორჯერ.

ტესტების ჩაბარების ადგილები და დრო უნდა იყოს საჯაროდ გაცხადებული, რათა მედიას და არასამთავრობო სექტორს ჰქონდეს კონტროლის საშუალება.

იმ ფონზე, როცა ლამის აგიტირება ხდება ნარკოტიკების მოხმარების, ხოლო პროფილაქტიკა ფაქტიურად არ არსებობს, საჯარო სექტორში უმკაცრესი კონტროლი უნდა დამყარდეს.

აბა დაფიქრდით, საბანკო სფეროში ან სხვა სერიოზულ ბიზნესში გააჩერებენ ნარკომომხმარებელს?
არა.
აბა ბიუჯეტის ხარჯზე რატომ უნდა კაიფობდნენ?

იმედია ეს კამპანია დაიწყება და თანამდებობრივი დაწინაურების ერთ-ერთი პირობა ნარკოტესტიც გახდება.

ასევე უნდა განახლეს მიდგომა, რომ ვისაც სავალდებულო სამსახური არ სურს, ვინც ამბობს, რომ არ სურს სახელმწიფოსთვის 1 წელი დაკარგოს, სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახური უნდა აეკრძალოს, ან აეკრძალოს მაღალი თანამდებობის დაკავება განყოფილების უფროსიდან ზემოთ.

ჩემთვის ეს ორი რამ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ტესტია.