გია გვაზავა: ვიზალიბერალიზაციის ფონზე, კრემლი სანქციებს გაამკაცრებს…

-“რუსეთი ცდილობს, ყველანაირ იზოლაცია მიმართოს, თუმცა ვისაც ექნება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი, ყველა ისარგებლებს ამ შედეგით”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ განაცხადა.

გვაზავა ფიქრობს, რომ ვიზალიბერალიზაციის ფონზე, კრემლი სანქციებს გაამკაცრებს.

„ადამიანებს, რომლებსაც აქვს გეგმები ევროპასთან დაკავშირებით, ეცდებიან, მიიღონ ყველანაირი გზით, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა. კრემლი, ამ ფონზე, ეცდება იზოლაციას.
ზუსტად ამასთანაა დაკავშირებული ის, რომ ერთადერთ გადასასვლელს ტოვებენ გალსა და ზუგდიდს შორის“,-განაცხადა გია გვაზავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარის დატოვება