“საზოგადოება ოპოზიციას გაბუტვას არ უკვეთავს”

არჩილ თალაკვაძე პარლამენტში  ხვალ დაგეგმილ  პრეზიდენტის  სიტყვით გამოსვლას მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად აფასებს და ოპოზიციის ბოიკოტს გაუმართლებლად მიიჩნევს.

“ისინი დიდი ხანია არიან ბოიკოტის რეჟიმში, მათ სცადეს პარლამენტის დაკეტვა ბოქლომებით. სამწუხაროდ, არ ესმის ოპოზიციის ამ ნაწილს, რომ მათი მოვალეობა და საზოგადოების დაკვეთა მათ მიმართ არის არა განზე დგომა და გაბუტვა, არამედ  პროცესში მონაწილეობა. თუ მათ დღემდე სჯერათ, რომ სხდომების გაცდენით უფრო კარგად მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, სამწუხაროა, მაგრამ ეს მათი არჩევანია.  პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში პოლიტიკური პარტიებისთვის  შესაძლებლობას იძლევა  რომ დააფიქსირონ  საკუთარი  პოზიციები და დასვან მათთვის საინტერესო  კითხვები.” – აცხადებს თალაკვაძე.

ხვალ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ოპოზიცია არ დაესწრება.