3 მარტს ამერიკაში ქართული სიმღერის პრემიერა შედგება

3 მარტს, აშშ-ში, დედის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ საღამოზე ქართულ რესტორან ,, ფიროსმანში “ შედგება ლელა ნინუას ლექსზე დათო არჩვაძის მიერ შექმნილი სიმღერის პრემიერა.

პირველად  ლექსის პრემიერა გია ჯაჯანიძის შოუში ამერიკაში შედგა, შემდეგ  ამერიკაში ჩასულმა დათო არჩვაძემ 1 საათში ლექსზე სიმღერა დაწერა, სიმღეის შექმნა ექსპრომტად მოხდა, არც ლექსის ავტორს და არც კომპოზიტორს ერთმანეთთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. შემდეგ სიმღერა გია დავითიანმა ააჟღერა.

 

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს, დედის დღეს ამერიკაში ლელა ნინუა და დათო არჩვაძე – ულამაზეს საღამოს გამართავენ.

საინფორმაციო მხარდამჭერი ტელეკომპანია GMTV. საღამოს სრულ ჩანაწერს სწორედ ჩვენს არხზე ნახავთ.

საღამოს ემიგრანტებთან ერთად დაესწრება გენერალური კონსული დიანა ჟღენტი და ვიცე კონსული ეკა ნინუა , დავით არჩვაძისთვის ემიგრანტებმა დაგეგმეს უამრავი სიურპრზი