ვის ეკუთვნის დღესასწაულის იდეა – პირველი თბილისობა (ვიდეო)

თბილისობა პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და 1989 წლამდე, შემოდგომის ეს ულამაზესი დღესასწაული ყოველწლიურად იმართებოდა თბილისში თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის. ამ დღეს ყველა თბილისელი იყო, თბილისის შვილი და გულშემატკივარი. მერე იყო 6 წლიანი პაუზა და აი, 1995 წელს კვლავ განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

ტრადიციულად, დღესასწაული ოქტომბრის ბოლო (ან ბოლოსწინა) შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა. მხოლოდ 2011 წელს გაიმართა თბილისობა 7,8 და 9 ოქტომბერს, ესეც ერთჯერადად და წელს იმართება ოქტომბრის პირველ კვირას.

თბილისობის დაარსების იდეა ცნობილ ჟურნალისტსა და საზოგადო მოღვაწე გვანჯი მანიას ეკუთვნის, რომელმაც 1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“.