ვაჟა მანია Made In New York Jazz Competition-ის ფინალისტი გახდა

ქართველი მომღერალი ვაჟა მანია, რომელიც საზოგადოებამ „ჯეოსტარიდან“ გაიცნო ამერიკაში ამ დღეებში გამართული კონკურსის Made In New York Jazz Competition ფინალისტი გახდა.

ამერიკული ცნობილი კოლეჯის „ბრეკლის“ სტუდენტი კონკურსზე მეგობრებთან  ერთად წარსდგა-პაპუნა შარიქაძე (ფორტეპიანო), გიორგი კაპანაძე (დასარტყამი ინსტრუმენტი), გიორგი კიკნაძე (კონტრაბასი)

მათ შეასრულეს Bravo Records-ში ჩაწერილი კომპოზიცია, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის  «Made in New York Jazz» ჩაწერეს.

ვულოცავთ ვაჟა მანიას გამარჯვებას და კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებთ!

 

 

კომენტარის დატოვება