მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

ცენტრ-პოინტის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ საზმეზე ოთხივე ბრალდებულს მაია რჩეულიშვილს, გუკა რჩეულიშვილს, სალომე ჩარკვიანსა და ირაკლი მინდელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რასაც ბრალდების მხარე მოითხოვდა.

მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც თანხების მითვისებას და გაფლანგვას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება