ოპოზიცია საკრებულოში თბილისის მერის მისვლას ითხოვს

საკრებულოს გაერთიანებული ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და საკრებულოში თბილისის მერის დავით ნარმანიას მისვლას ითხოვს. 

დეპუტატები აცხადებენ, რომ თბილისის მერს ამას რეგლამენტი და ​ თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონი ავალდებულებს.

დავით ნარმანიას მისვლის აუცილებლობა საკრებულოში მას შემდეგ დადგა, რაც გუშინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა იმ მიზეზით ჩაიშალა, რომ იქ მერიის ორი მოადგილე და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი არ გამოცხადდნენ.

თბილისის მერის  განმარტებას კი რომლის მიხედვითაც მან არ გაუშვა თანამშრომლები სხდომაზე და “შოუ ჩაშალა”  ოპოზიცია “უპასუხისმგებლოს” უწოდებს.