სტუდენტების იმიტირებული არჩევნების შედეგები ცნობილია

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესული თაობა საქართველოსთვის,,  სტუდენტებში  იმიტირებული არჩევნები ჩაატარა. დიდი იყო საზოგადოების ინტერესი თუ ვინ გაიმარჯვა და ვის ერგო ახალგაზრდების ხმა.

დღეს სასტუმრო მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესული თაობა საქართველოსთვის,, ეგიდით 12-18 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

ჩვენ ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი ქაჯაიას დავუკავშირდით:

სახელწოდებით „ვის ირჩევს სტუდენტობა საპრეზიდენტო არჩევნებზე?“  შეხვედრას ესწრებოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატების პარტიის წევრები ასევე არასამთავრო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კვლევა მოიცავდა სამ ლოკაციას :

1) ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.

2) ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი.

3). შავი ზღვის უნივერსიტეტი.

სულ გამოიკითხა 845 სტუდენტი .საარჩევნო პროცესი ჩატარდა გამჭირვალედ ყოველგვარი წესების დარღვევის გარშე.

შედეგებს აქვე მოგახსენებთ .

1)ზურაბ ჯაფარიძე 16,4%

2)შალვა ნათელაშვილი 15,5%

3)გრიგოლ ვაშაძე 12,3%

4)სალომე ზურაბიშვილი 4,23%

5)დავით ბაქრაძე 4,05%

6)დავით უსუფაშვილი 2,61%

7)კახა კუკავა 2,33%

8)თამარ ცხორაგაული 1,26.%

არ გადაუწტვეტია არჩევნებზე ხმას ვის მისცემა 41,2 %-ს.  არ მიდის 40,8%.