ხმაური იყო 28-ე ოლქში (ვიდეო)

28-ე ოლქში, კერძოდ 53-ე უბანზე დარღვევები ფიქსირდება. დარღვევები უკვე მიაწოდეს მონიტორინგს.

დარღვევები ფიქსირდება ჟინვალშიც. როგორც ამ წუთებში გვაცნობებენ, ჟინვალის მერი და მისი მოადგილე მედიის წარმომადგენლებსაც დაჰყვებიან უკან და თავადაც უღებენ ფოტოებს და ვიდეოებს.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სარეკლამო ბანერებია განთავსებული საარჩევნო უბნებთან, რაზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ არის აგიტაცია და შესაბამისად დარღვევა.