ტრამპის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში აშშ-ში ფილმს „1984“ აჩვენებენ

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში 90 კინოთეატრში აჩვენებენ ფილმს „1984“. აქციას კანადაც უერთდება.

ფილმი ჯორჯ ორუელის რომანის „ანტიუტოპიის“ ეკრანიზაციაა. ფილმში მონაწილეობენ ჯონ ხერტი, რიჩარდ ბერტონი, სიუზანა ჰემილტონი, სირილ კრიუსაკი. ფილმის რეჟისორია მაიკლ რედფორდი.

ჩვენება 4 აპრილს იგეგმება, ეს ის დღეა, როცა მტავარი გმირი უინსტონ სმიტი თავის არალეგალურ დღიურში პირველ ჩანაწერს აკეთებს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს ფილმი ისეთი აქტუალური არ ყოფილა მანამდე, სანამ ტრამპი პრეზიდენტი არ გახდა.

აქციის ფარგლებში ბროდვეიზე გაიმართება სპექტაკლი „1984“-ის მოტივებზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამლის ფონზე ჩაივლის.