„ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ სოციოლოგიურ კვლევას იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“სოციოლოგიურ კვლევას იწყებს, რომელშიც ჩაერთვებიან 18-21 წლის ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდები. კვლევის მიზანია, გამოკვეთოს ახალგაზრდების შეხედულება ნატო-სა და ევროკავშირის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

ასევე, კვლევა შეაფასებს ახალგაზრდების ჩართულობასა და ახალგაზრდული კლუბების, ორგანიზაციებისა და გაერთიანების მუშაობას უმაღლესი სასწავლებლების  ბაზებზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური საკითხების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ კვლევა ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით წელიწადში ორჯერ იმართება. ის დაიწყება 16 ოქტომბერს და 10 ნოემბერს დასრულდება. კვლევის შედეგების პრეზენტაცია კი 15 ნოემბერს გაიმართება.