„აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ სიტყვა და საქმე სხვადასხვა ყოფილა-ფასები კატასტროფულად იზრდება!“ (ვიდეო)

 “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივნის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, ქვეყანაში საკმაოდ დამძიმებულია ეკონომიკური მდგომარეობა. მისი თქმით, აქციზის გაძვირებამ გამოიწვის ყველა პროდუქტის გაძვირება და დაამძიმა მოქალაქეთა ყოფა.

-„მინდა გავახსენო „ქართულ ოცნებას“ დანაპირები, რომ ისინი მდგომარეობის გაუმჯობესებას გვპირდებოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი სიტყვა და საქმე სხვადასხვა ყოფილა. პოლიტუკური სიტუაცია არ არის ისეთი სისხლიანი, როგორიც იყო სააკაშვილის დროს, მაგრამ სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა. დაიხურა ბევრი საწარმო, ფირმა…

ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, რომ  სემეკი აპირებს გადახედოს ტარიფებს და ზახფულში შესაძლებელია გაზის გადასახადის ზრდა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ეკონომიკურ მდგომარეობას, რასაც აუცილებლად მოჰყვება პოლიტიკური მღელვარება და ხალხი გამოვა ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნით-აასრულოს „ოცნებამ“ დანაპირები ტარიფების შემცირება.

ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას-თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ სიტუაცია, ამისთვის რეალურად შემოიჭირეთ ქამრები და ხარჯვითი ნაწილი გააკონტროლეთ, თორემ შედეგი არც ისე სახარბიელო იქნება თქვენთვის! დარჩით იმ პირობის ერთგული, რაც უხვად დაარიგეთ ხელისუფლებაში მოსვლამდე“