ისტორია, რომელსაც აღელვების გარეშე ვერ მოისმენთ – სიკვდილი, რომელმაც მსოფლიო დააფიქრა (ვიდეო)

ისტორია, რომელსაც აღელვების გარეშე ვერ მოისმენთ 9 წლის გოგონას, რეიჩელს ეხება, რომლის ოცნება სხვების გადარჩენა იყო. ერთხელ რეიჩელმა გაიგო, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის დალევის საშუალება და გადაწყვიტა მათ დახმარებოდა. მალე გოგონას დაბადების დღე მოდიოდა, რეიჩელმა ყველას სთხოვა, რომ არ ეჩუქებინათ თოჯინები და კაბები, არამედ ეს ფული გადაერიცხათ ბავშვთა დაცვის ფონდში. ის ოცნებობდა შეეგროვებინა 300$ და ამით 15 ადამიანისთვის მიეცა სუფთა წყალი. დედის დახმარებით გვერდიც გახსნა და დაიწყო ამ ბავშვებისთვის ზრუნვა. დაბადების დღე დასრულდა და მან მხოლოდ 11 ბავშვის დახმარება შესძლო, რამაც ძალიან დააონა.

რეიჩელი მორწმუნე ბავშვი იყო, მუდამ დადიოდა ეკლესიაში და ლოცულობდა. რამდენიმე ხნის წინ მთელი ამერიკა შესძრა ავარიამ, სიეტლში 20 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს, კატასტროფას მხოლოდ ერთი ბავშვი ემსხვერპლა-ეს რეიჩელი იყო.

ეკლესია, რომლის მრევლი გოგონა იყო გადაწყვიტა ბავშვის ოცნების ახდება, სკოტ ხარისმა კი, რომლის ლექციის მერე რეიჩელმა აქციის დაწყება გადაწყვიტა, ისევ განაახლა რეიჩელის გვერდი და მთელი მსოფლიო ჩაერთო აქციაში გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად. ხდებოდა საოცრება, თანხის ჩარიცხვა არ წყდებოდა.

ამ დროისთვის მსოფლიომ დედის მონაყოლით უკვე გაიგო რეიჩელის უჩვეულო ისტორია, რომ გოგონამ ორჯერ გაიზარდა და შეიჭრა თმები, რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის პარიკის გასაკეთებლად მიეცა, მან სიკვდილის მერეც შეძლო სიკეთის გაკეთება, მისი ორგაოები სხვა ბავშვისთვის გამოიყენეს.

დღეს რეიჩელის ანგარიშზე მილიონ დოლარზე მეტია და ამით რეიჩელმა 15 კი არა, 60 000 ადამიანი იხსნა. ასე დააფიქრა მსოფლიო ერთი პატარა გოგონას სიკვდილმა.