“სიტუაცია რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი იმყოფება უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში

 

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ორმა სამხედრო შვეულმფრენმა Ми-24  ავიაკატასტროფა განიცადა. ინფორმაციას Defence.ru ბეკგიურ სააგანტოზრ Belga დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით ერთი ეკიპაჟი ქართველი პილოტებითაა დაკომპლექტებული, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკარგული მფრინავები ტყვედ ჰყავთ კონგოელ ამბოხებულებს და გამოსასყიდს  ითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით ერთი მფრინავი თადარიგის პოლკოვნიკი  სოსო ოსორაულია, მეორე კი  სამხედრო მფრინავი საქართველოს მოქალაქე პლუჟნიკოვი.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95/

არსებულ ინფორმაციას ეხმიანება საგარეო უწყება და სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს:

“პრეტორიაში საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში, რომ მეამბოხეების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად შესაძლოა დაჭრილთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქის/მოქალაქეების მონაწილეობას ხსენებულ ინციდენტში. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ ჩვენთვის.

22 თებერვალს საქართველოს საელჩოს პრეტორიაში კონგოს მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხსენებული ინციდენტის შედეგად, ოპოზიციური დაჯგუფების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში.

კონგოს მხარის ინფორმაციით, ხსენებულ საკითხზე გრძელდება გამოძიება კონგოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტრუქტურების მიერ.

საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების კონგოში ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. როგორც ვიცით ეს პიროვნებები არიან ყოფილი სამხედროები და დამოუკიდებლად იმყოფებოდნენ კონგოში.

სიტუაცია რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი იმყოფება უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა”- ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი სამხედრო მფირნავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით მაყიშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

,,საქართველოს მთავრობა!!!

დაეხმარეთ თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკს სამხდრო მფრინავ სოსო ოსურაულს, უზრუნველყავით მისი უსაფრთხოება და სამშობლოში დაბრუნება რომელიც კონგოში ტყვედ აიყვანეს ამბოხებულებმა ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად!!! მივმართავ საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურს, რომ გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და დროულად დაეხმარონ საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი მილიონ დოლარს ითხოვენ გამოსასყიდის სახით“ – აცხადებს დავით მაყიშვილი.

კონგოელი მეამბოხეების მიერ  მილიონ დოლარად შეფასებული  ქართველი სამხედო მფრინავის  სოსო ოსორაულის ოჯახი აცხადებს, რომ ის ორი წლის წინ წავიდა და ოჯახს პერიოდულად ეხმაურებოდა.

ამჟამად კონგოში სხვა ქართველი პილოტებიც იმყოფებიან. ჩვენ კიდევ ველოდებით ინფორმაციებს აღნიშნულ თემაზე და დამატებით დეტალებს მიღებისთანავე მივაწვდით საზოგადოებას.