ე.წ. ციანიდის საქმე საპატრიარქოში და პოლიტიკურ წრეებში

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოში იმყოფებიან , მათ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები შეხვდებიან, მამა მიქაელ ბოტკოველი განცხადებით შეხვედრას პატრიარქი არ დაესწრება. საპატრიარქოში იმყოფება მეუფე პეტრე ცაავა.

მამა გიორგის სამივე ადვოკატი ორი დღის წინ დილით, იმყოფებოდნენ მის უწმინდესობასთან და მათ უწმინდესობა ჩააყენეს საქმის კურსში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მამა გიორგის უკავშირდება. ასე, რომ აზრი იმის თაობაზე, რომ ჩვენ თავს ვიკავებთ დაცვის მხარესთან შეხვედრაზე, უსაფუძვლოა. ასეთი კომუნიკაცია არსებობდა და დღესაც ვაცხადებთ მზაობას, შევხვდეთ მამა გიორგის ადვოკატებს”- განაცხადა მამა მიქაელმა.

ადვოკატები კი ამბობენ, რომ ყველა დასმულ კითხვას გასცემენ პასუხს.

საპატრიარქოში სინოდის წევრებთან იქნება შეხვედრა. არ ვიცი დაესწრება თუ არა შეხვედრას პატრიარქი. ჩვენ ყველა დასმულ კითხვაზე გავცემთ პასუხს, თუმცა რა საკითხზე იქნება კონკრეტულად საუბარი ეს ჯერ არ ვიცით და უნდა მოვისმინოთ“, – განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

 იმ დროს, როცა საპატრიარქოში ადვოკატები კითხვებზე პასუხებს სცემებ და ინფორმაციას აცნობენ, ე.წ. ციანიდის საქმე აქტიურად განიხილება პოლიტიკურ წრეში.

,,ევროპული საქართველოსერთერთი ლიდერი სერგო რატიანი მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საქმეს აყენებს და ამბობს, რომ „შოთაძემ მოატყუა საზოგადოება მან პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებისთვის

რატიანის თქმით,  დეტალები უკვე მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა იცის, საზოგადოებისთვის კი დაფარულია არის დაკავებულიდ ეკანოზის უფლებების დარღვევა.

რაც შეეხება შემდგომ მოვლენებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ბრალდების მასალებს იცნობს უკვე ძალიან ფართო წრე ადამიანების, სამაგიეროდ საზოგადოებამ არ იცის. თუ მასალების გასაიდუმლოება არის საჭირო იმისთვის, რომ არ შეეშალოს ხელი გამოძიებას, მაშინ არ უნდა აჩვენებდნენ ამდენ ადამიანს,“-აცხადებს  რატიანი.

უმცირესობის დეპუტატს არ ეთანხმება უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია და აცხადებს, რომ .. ციანიდის საქმეში არსებული მტკიცებულებები არავის

არავის არ გაუმჟღავნებია ჯერ მტკიცებულებები, საპატრიარქოში თუ ვინმე მიდის, საპატრიარქო არ არის დახურული ინსტიტუცია, სადაც ადამიანებს არ მიესვლებათ. ვისაც უნდა მიდის და საუბრობს იმ თემაზე რაზეც მათ სურთ და დიალოგი არაფერს არ აზიანებს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ გამოძიება რომელიც მთავარ პრკურატურას მიჰყავს, მას ჰქონდეს შესაძლებლობა ყოველგვარი ჩარევის გარეშე სიმართლე დადგინდეს. საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს საპატრიარქო ერთობლივად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ საქმეზე დადგინდეს მართლაც სად არის ჭეშმარიტება და მართლაც რა არის რეალობა“-პასუხობს რატიანს ბესელია.

ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი კი ვარაუდობს, რომ დაშვებული შეცდომების დაფარვის მიზნით, ხელისუფლება ცდილობს საქმე სწრაფად დახუროს და აცხადებს:

გასაგებია მცდელობა, რომ ეს საქმე ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად დახუროს იმიტომ, რომ როგორც ჩანს მართლა არის შეშფოთება, რომ პროკურატურამ არაერთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ არავის იმიტომ, რომ კანონის წინაშე ყველას აქვს ერთნაირი ვალდებულებები და ერთნაირი უფლებები

ადვოკატები დამატებით კომენტარებს საპატრიარქოი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

ცნობისთვის, მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ე.წ ციანიდის საქმეზე იგეგმება ყველა იმ პირის დაკითხვა, რომელიც გამოძიებისთვის საინტერესოა.