ამ წუთებში ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ამ წუთებში ქუთაისში, საღორიაზე, სამხედრო ნაწილის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე იმყოფება ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც აცხადევსმ რომ  მაღალი სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი ოპელ_ვექტრას შეეჯახა, ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა მერსედესის მძღოლი ლ. ბარდაველიძე, როგორც ცნობილი გახდა ორივე ავტომობილში მგზავრები ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი თბილისიდან ქუთაისში ბრუნდებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც, თუმცა მოქალაქემ პირველად დახმარებაზე უარი საკუთარი სურვილით განაცხადა, მედიკოსის ინფორმაცით დაშავებულს სხეულზე დაჟეჟილობები და შესაძლო მარჯვენა ხელზე თითების მოტეხილობა აღენიშნება.

ფოტოები ადგილიდან.