“ვიხსნათ პატრიარქი მეფე ლუარსაბის ხვედრისგან!..”

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

ბიძინას და მის გარემოცვას ყიზილბაშებს მარტო იმ შედეგების გამო კი არ უწოდებ, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაუყენეს, არამედ იმიტომაც რომ ივანიშვილის მოქმედებების სტილი ბევრი არაფრით განსხვავდება შაჰ აბას პირველისაგან. მინდა გაგახსენოთ თუ როგორ დაატყვევა ამ კაციჭამიამ ჩვენი ახალგაზრდა მეფე და შემდეგ მოუსპო სიცოცხლე:

თუ არ ვცდები უზარმაზარი არმიით წამოსული სადღაც ყარაბაღთან დაბანაკდა და ჩვენი ახალგაზრდა მეფე სანადიროდ მიიწვია. მეფემ კი იცოდა, რომ ტყვეობაში იბარებდნენ, მაგრამ ოფიციალური მოწვევა ნადირობისთვის იყო და აჰყვა ამ დიპლომატიურ თამაშში შაჰს. შვილივით მიიღო პირფერმა მბრძანებელმა ქართველი მეფე. ორი დღე გვერდიდან არ მოიშორა. შემდეგ კი მისი კარვიდან მეფის ქუდი მოაპარინა და ვითომ აღმაშფოთებელი ფაქტით, ვითომ შეძრულმა და მეფის უსაფრთხოებაზე შეწუხებულმა საკუთარი დაცვა დაუყენა მეფეს.

აი ასეთი ხრიკებით, ძალიან დიპლომატიურად აიყვანა ტყვეობაში შაჰმა ჩვენი მეფე. ზუსტად იგივე ხრიკების გამოყენებით დაატყვევა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი პატრიარქი დღეს:

მის უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოტივით ილიას ნდობით აღჭურვილი მცველები ჩამოაშორა და საკუთარი “სტრაჟნიკები” დაუყენა. ტყვეობაში გვყავს პატრიარქი და ძალიან მაინტერესებს სად არის იმ დიდი მართლმადიდებლების პროტესტები, რომლებიც საქართველოსა და ეკლესიის სიწმინდეების დაცვის მიზნით ადამიანების განადგურებასაც არ ერიდებიან და პირადობის მოწმობებში ეშმაკს რომ ეძებენ? ჩუმად არიან. იმიტომ, რომ სუსის – ბიძინას პოლიტიკური პოლიციის “ნასედკები” არიან და ისინიც ივანიშვილისა და რუსეთის ინსტრუმენტები არიან.

მთლიანად გვიფარჩაკებს ეს ჭორვილელი ქვეყანასაც, სარწმუნოებასაც და პატრიარქსაც. ზუსტად ამისთვის მოგვივლინა პუტინმა. მეტი რაღა უნდა გაკადროთ ქართველებო ამ ჭორვილელმა ყიზილბაშმა? პატრიარქი დაგვიპატიმრა. დღეს პატრიარქი ტყვეობაშია.