მოსმენათა გასაღები უნდა იყოს სასამართლოს ხელში

ზაზა მჟავია

იურისტი, პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა

მოსმენათა გასაღები უნდა იყოს სასამართლოს ხელში და მასზე წვდომა ძალოვან სტრუქტურებს თუ სპეცსამსახურებს უნდა შეეძლოთ შუამდომლობის საფუძველზე, რომელშიც ასახული იქნება ის მინიმალური სტანდარტი მაინც, რასაც დასაბუთებული ვარაუდი ეწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სასამართლოს ზედამხედველობისა და ნებართვის გარეშე მოხდება ფარული მოსმენა ან მიყურადება, არსებობს საფრთხე დაირღვას ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რასაც პირადი ხელშეუხებლობა და პირადი ცხოვრების საიდუმლოება ეწოდება, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით. ეს დარღვევები გამოიწვევს იმის აუცილებლობას, რომ ასეთმა პირმა, ვისი ეს უფლებებიც დაირღვა, მიმართოს ადამიანის უფლება დაცვის ევროპულ სასამართლოს და მაღალი ალბათობით საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დაეკისროს სანქციები, რაც ამ კუთხით სახელმწიფოს იმიჯზე შეიძლება აისახოს ნეგატიურად. ამიტომ კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მოსმენათა გასაღები უნდა იყოს სასამართლოს ხელში და მისი გამოყენება სასამართლოს მეშვეობით და ზედამხედველობით უნდა განხორციელდეს.