სიცოცხლისთვის საშიში ფოტოსურათები- ახალი მოდა ტოკიოში

ციკლიდან – რას არ გაიგებ!

ტოკიოში ბოლო პერიოდში საკმაოდ მოდური გახდა ფოტოები, რომელთა ავტორი ხალ კავაგუტია. შეყვარებული წყვილი სიცოცსლის რისკის ფასად იღებს მოდურ ფოტოებს და ამით არ ჩამოუვარდებიან იმათ, რომლებმაც საკმაოდ გაითქვეს სახელი ასეთი ფოტოებით.

ფოტოგრაფი წყვილს პოლიეთილენის პარკში ახვევს და მთლიანად გამოტუმბავს ჰაერს. მას მხოლოდ რამდენიმე წამი აქვს კადრის დაფიქსირებისთვის, რადგან 1 წამიც რომ დაგვიანდეს, ადამიანები დაიხრჩობიან. ფოტოს გადაღების დროს, გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის,  იქ ყოველთვის არის ექიმი. მიუხედავად დიდი რისკისა, ფოტოგრაფს უამრავი მსურველი ჰყავს, ბოლო დროს კი მსურველთა სიებიც შედგა და გადაღება სიის მიხედვით ხდება.

-ჯერ ვესაუბრები და ვუხსნი თუ რა შეიძლება მოხდეს, აუცილებლად ვაფრთხილებ, რომ შეიძლება ეს უკანასკნელი წამიც აღმოჩნდეს,მერე გავდივართ რეპეტიციას და ბოლოს ეხვევიან პარკში, მე მტვერსასრუტით გამომაქვს ჰაერი და მაქვს მხოლოდ 4 წამი. წყვილმა გადარების დასრულებამდე არ უნდა ისუნთქოს, ეს 10 წამი გრძელდება, საკმაოდ ბევრი მსურველია, ხან მთელი ღამე ვმუშაობ“-განაცხადა ფოტოგრაფმა.