საოკუპაციო ხაზთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

 სოფელ კოშკას მაცხოვრებლების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა, გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან 69 წლის ამირან გუგუტიშვილი მაშინ დააკავეს, როცა ის საკუთარ ბაღში შეშის მოსატანად იყო წასული.

სავარაუდოს, რომ ამირან გუგუტიშვილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.