ქუთაისის მერმა ყოფილ თანამშრომელს სასამართლოში უჩივლა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ყოფილ თანამშრომლს თემურ ცამციშვილს სასამართლოში უჩივლა. ამჯერად მურღულია ცამციშვილისგან ჯარიმის სახით 6000 ლარს ითხოვს და ყოფილ ჩინოვნიკს სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადამეტებაში კიდევ ერთხელ სდებს ბრალს.
ყოფილმა ბრალდებულმა თემურ ცამციშვილმა აღნიშნულის შესახებ სასამართლო პროცესი პირველი ინსტანციით წააგო და მას ჯარიმის სახიდ სახელმწიფომ 6000 ლარის გადახდა დააკისრა, რომელიც ბრალდებულმა უკვე გადაიხადა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა. როგორც თავად ცამციშვილი აცხადებს მურღულია მისგან ხელმეორედ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა მისთვის გაურკვეველია რატომ უნდა გადაიხადოს მან აღნიშნული თანხის ოდენობა.
შეგახსენებთ: თემურ ცამციშვილს შოთა მურღულიას საჩივრის უწყება დღეს ჩაბარდა, მან ჯერ არიცის როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.