„თუ ქართველები ცუდად მოიქცევიან, მათზე აფხაზებს დავგეშავთ“-გეგმა,რომელიც მუშაობს დღესაც

აფხაზეთიდან ქართველების გამოდევნა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაშლა კრემლის გეგმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იყო და ამას არც დღეს მალავენ რუსი პოლიტიკოსები. გარდა ამისა, საუბარი არასერთხელ შეხებია საქართველოს დაშლას რეგიონების გამოყნებით. ჯერ კიდევ 60-იან წლებში კრემლის წარმომადგენლები ამბობდნენ:

სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის მდივანი მიხეილ სუსლოვი ამბობდა:-„დღეს თუ არა ხვალ ქართველები დაიწყებენ ბრძოლას კომუნიზმის წინააღმდეგ, ისინი დაიწყებენ ბრძოლას თავისუფლების მოსაპოვებლად. საქართველოსთან ბრძოლა აფხაზეთიდან უნდა დავიწყოთ, სამეგრელოს და სვანეთს უნდა მიეცეს ავტონომია, მათ სათითაუდ უნდა გაუჩნდეთ ნაციონალური ამბიციები და მოითხოვონ დამოუკიდებლობა, ავტონომია. აფხაზები კი უნდა დავარწმუნოთ, რომ ის მათი ტერიტორიაა და ქართველები იქ ჩასახლებულები არიან, დასავლეთ საქართველო მტრულად უნდა განეწყოს აღმოსავლეთ საქართველოს მიმართ, ამის მერე კი დაპირისპირებულ მხარეთათვის შემრიგებლის როლი უნდა მოვირგოთ“.

უფრო ადრე კი ნიკიტა ხრუშოვი გამუდმებით იმეორებდა:-„თუ ქართველები ცუდად მოიქცევიან, მათზე აფხაზებს დავგეშავთ“.

განახლებულ პროგრამას არ უარყოფენ დღესაც. ალექსანდრ ვაშენკო ამბობს:-„მთავარი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ეს ქვეყანა რამდენიმე ნაწილად უნდა დაიშალოს“.

პოლიტიკოსი ჟირინოვსკი კი ხმამაღლა აცხადებს:-„როცა ჩვენ მოვალთ სათავეში, არ დავიწყებთ რევერანსებს საქართველოსთან, მაშინვე მოვახდენთ ნაციონალური შოვინიზმის ლიკვიდაციას და გავაერთიანებთ რუსეთთან“.

ასეთი ციტატების მაგალითისთვის მოყვანა მრავლად შეიძლება, ისიც არავისთვისაა უცხო, რომ უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა შექმნილი, რომლებიც საქარტველოს წინააღმდეგ ღია და ფარულ აგრესიას ახორციელებს. ზოგიერთი ორგანიზაცია პირდაპირ შეიძლება ტერორისტულ ორგანიზაციას მიეწეროს, ასეთია მაგალითად მთიანი კავკასიის სახალხო კონფედერაცია, რომელიც რუსების დახმარებით შეიქმნა და სწორედ მან გამოაცხადა 1992 წლის 17 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად მზადყოფნა. კონფედერაციის დადგენილებაში ეწერა:

  1. კონფედერაციის ყველა შტაბმა უნდა უზრუნველყოს მოხალისეების აფხაზეთის ტერიტოიაზე გადასროლა.
  2. კონფედერაციის ფორმირებებმა გამოიყენონ ნებისმიერი მეთოდი, ქართველების წინააღმდეგობის დროს მათ წინააღმდეგ მიმართონ იარაღი და შევიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე.
  3. გამოცხადდეს თბილისი უბედურების ზონად, გამოყენებული იქნას ყველა მეთოდი და მათ შორის ტერორისტული იერიშები.
  4. კონფედერაციის ტერიტორიაზე ტყვედ გამოცხადდეს ქართული წარმომავლობის ყველა მოქალაქე.
  5. დაკავებული იქნეს ყველა ტვირთი, რომელიც საქართველოსთვისაა და ნებისმიერი გზით ხელი შეეშალოს მის შესვლას ქვეყნის ტერიტორიაზე.

ქართველების აფხაზეთიდან განდევნის და გენოციდის გეგმა (ვიდეო)