„საზოგადოებამ უნდა გაიგოს სიმართლე და ეკლესია გათავისუფლდეს მსგავსი ბრძოლებისგან!“

პატრიარქის დაცვის უკვე ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ ის, რაც დღეს ხდება, გარე ძალების მართულია და ვიღაც ცდილობს ეკლესიის განადგურებას.

-მე ძალიან ბევრი რაღაც ვიცი, მაგრამ ახლა თავს შევიკავებ, მაგრამ დადგება დრო და ვიტყვი ყველაფერს, ეს იქნება შოკისმომგვრელი, ყველაფერი შეიძლება. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს რა მოხდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ეკლესია გათავისუფლდეს მსგავსი ბრძოლებისგან“-განაცხადა ოხანაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში და როგორც სიუჟეტის ავტორი, ნოდარ მელაძე ამბობს, დანარჩენ ტემებზე უფრო ვრცლად სამშაბათს „არჩევანში“ ისაუბრებს.