პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ და ჩვენ ჩავატაროთ ღირსეული არჩევნები

მთავრობის სხდომა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის პროცესზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, ეს პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ტარდება პირველი უწყებათაშორისი სხდომა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კამპანია უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს, ყველანაირი ექსცესების გარეშე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის ამ კომისიის სხდომის მეშვეობითაც პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ და ჩვენ ჩავატაროთ ღირსეული არჩევნები. სხდომის მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის“ – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარის დატოვება