მაპატიეთ, მე რომ მეძინა მაშინ, როდესაც თქვენ ციხეში ხართ!..

“ცენტრ-პოინტის” დამფუძვნებლის მაია რჩეულიშვილის, გუკა რჩეულიშვილისა და საქმეზე სხვა დაკავებულების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილი.

“ჩემო საყვარელო ადამიანებო : მაიკო , გუკა, ირაკლი და სალომე ( რომელიც მრავალი წელია არც კი მინახიხარ) მაპატიეთ მე რომ მეძინა მაშინ, როდესაც თქვენ ციხეში ხართ. მაპატიეთ რომ ვერანაირად ვერ დაგიცავით ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმ დემონიზაციისაგან რომელიც ჩვენს მიმართ განუწყვეტლივ ხორციელდებოდა. ვერ დაგიცავით იმ ტანჯვისაგან და შეურაცყოფისაგან რომელიც ჩემმა პოლიტიკაში ყოფნამ მოგაყენათ. მაია შენების გარდა სხვა განზრახვა რო გქონოდა ბათუმის მაგნოლიას 100 000 კვადრატულ მეტრს ვერ ააშენებდი. მთელ საქართველოში კი ერთ მილიონ კვადრატულ მეტრს 1998 წლიდან 2008 წლამდე. ყველას ვაპატიოთ ვინც ცილი დაგვწამა, გვაწამა, შეურაცხგვყო. სალომე ჩარკვიანი უნდა დაუყოვნებლივ გამოუშვან!!!! მე კი ველოდები მოუთმენლად რომ თქვენს ბედს გავიზიარებ! სვეტიცხოვლობას გილოცავთ! უფალი იყოს თქვენი შემწე!”- წერს კერვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ საზმეზე ოთხივე ბრალდებულს მაია რჩეულიშვილს, გუკა რჩეულიშვილს, სალომე ჩარკვიანსა და ირაკლი მინდელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მოგვიანებით, კი დააკავეს გუკა რჩეულიშვილი.

კომენტარის დატოვება