“ბატონებო, გამოფხიზლდით და დაუყოვნებლივ დაიწყეთ მოლაპარაკებები პუტინთან!”

პაატა ჯიბლაძე

“მემარცხენე ალიანსი”

“რუსეთის ე.წ.პოლიტიკის მამები ვერ გამოდიან იმპერიული სტერეოტიპებიდან და კვლავ ოცნებობენ ,,დერჟავის”აღორძინებაზე,რაც უცილობლად მიიყვანს მათ ქვეყანას დაშლის პირას,როგორც ეს მოხდა საბჭოთა კავშირისა და ყველა სხვა იმპერიების შემთხვევაში.

ჩვენმა მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება უმაღლეს დონეზე, რათა შევაგნებინოთ, ავუხსნათ,არგუმენტებით დავუსაბუთოთ მათ მეზობლად კეთილგანწყობილი, ერთიანი, ძლიერი, მართლმადიდებელი სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობა.

,,მემარცხენე ალიანსის” ლიდერებმა არაერთხელ მივმართეთ როგორც პრეზიდენტს, ასევე მთავრობას დაუყოვნებლივ დაეწყოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ოკუპანტი ქვეყანის ლიდერებთან არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით,მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ხმა დარჩა ,,ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ბატონებო გამოფხიზლდით და დაუყოვნებლივ დაიწყეთ მოლაპარაკებები პუტინთან!”