ხალვაში რჩება სამართლებრივ პროცესში და დაელოდება შედეგს

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულება უვადოდ შეაჩერა და საქმე განხილვისთვის მიიღო.ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ის რჩება სამართლებრივ პროცესში და დაელოდება შედეგს.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს საქმის განხილევა ისე, რომ მხარეთა ინტეერსები არ დაზარალდეს. სალია რუსთავი 2-ის მიერ სტრასბურგში გადაგზავნილი დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს.

ამ გადაწყვეტილებით,  საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.

ცნობისთვის,  საქმეს მინიჭებული აქვს უპირატესობა და განხილვა უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.