თედო კობახიძის გადაყენების საკითხს საკრებულო სხდომაზე არ განიხილავს

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, თედო კობახიძის საკითხის განხილვა სხდომაზე მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იურიდიული კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე, დღეს აღარ გაიმართება. სხდომის ჩატარებაზე უმრავლესობა უარს ამბობს.

ოპოზიცია ამ ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე დღეს არღვევს საკრებულოს რეგლამენტს და მას მოუწევს ამ საკითხზე, როგორც პასუხის გაცემა, ასევე პასუხისმგებლობა.

ოპოზიციის განცხადებით ისინი უახლოეს დღეებში ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

კომენტარის დატოვება