„არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ” – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მომხრეა განახლების და ცვლილებების, თუმცა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას თავად არ აპირებს.

„ამ პარტიას სჭირდება გადახალისება. ამ პარტიის თავმჯდომარეს, ვინც იქნება, სჭირდება ლეგიტიმაცია. ყველას მოგიწოდებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ ენმ უნდა იყოს ძლიერი, წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში, მათ შორის პარტიის გაძლიერების მიზნით. […] არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს” – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.