CNN ინაუგურაციაზე ტრამპის მკვლელობის მოდილირებული სიუჟეტი გააკეთა (ვიდეო)

20 იანვარს აშშ-ს არცეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ტელეკომპანია  CNN ინაუგურაციაზე ტრამპის მკვლელობის მოდილირებული სიუჟეტი გააკეთა. ვიდეო-რგოლის შემქმნელებმა ასახეს სცენარი, რომლის მიხედვით თავდასხმა ხდება ტრამპრე, ვიცე-პრეზიდენტზე და კონგრესის ხელმძღვანელობაზე.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კონსტიტუციის მიხედვით, თუ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს არ შეუძლიათ მოვალეობის შესრულება, უფლებამოსილებას იღებს პარლამენტის სპიკერი, თუ მასაც რაიმე შეემთხვევა ხელმძღვანელობა გადადის სენატის ტავმჯდომარესა და სახელმწიფო მდივანზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის ინაუგურაციის დროს ობამას ადმინისტრაცია კარგავს ძალას, ახალ პრეზიდენტს კი ჯერ არ ჰყავს ოფიციალურად წარდგენილი, ამიტომ ქვეყნის სადავეები სახელმწიფო მდივნის მაგივრად გადადის მის მოადგილეზე, რომლის პოსტსაც ამჟამად ტომ შენონი იკავებს.

გარდა ამისა, ამერიკაში არსებობს „დროებითი მმართველი“, რომლის ვინაობა არ სახელდება და ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესწრებოდეს ინაუგურაციას.

უკვე ცნობილია, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე უსაფრთხოებას 28 ათასი თანამშრომელი იცავს.

კომენტარის დატოვება