“პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრაც რაღაც პიარ სპექტაკლის ნაწილი იქნება”

გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრაზე დაპატიჟა, რაზეც უარი მიიღო.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, აზრით, ქართულმა ოცნებამ ისეთი ტიპის შეხვედრებზე არ უნდა იაროს, როგორიც 10 მარტს დაგეგმილი პრეზიდენტის შეხვედრაა. ის ფიქრობს, რომ ეს სპექტაკლის ნაწილია.

„მე, ალბათ, არ ვიქნები ამ შეხვედრაზე იმიტომ, რომ ესაც რაღაც PR სპექტაკლის ნაწილი იქნება და, წინასწარ უკაცრავად, რომ არ მოვალ შეგნებულად ამ შეხვედრაზე,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.