ქუთაისში მგზავრობის საფასურს მძღოლები თვითნებურად ზრდიან

ქუთაისლებს ცხოვრება დღითიდღე უძვირდებათ, ორდღიანი გაფიცვის შემდეგ დღეს პირველად საქალაქო ტრანსპორტმა თვითნებურად გაზარდა მგზავრობის საფასური. მგზავრობა 50 თეთრი გახდა, მაგრამ ქუთაისის არც ერთი სამარშუტო ტაქსი მწყობში არ არის, დაზიანებულია ყველა ხაზზე მომუშავე ავტობუსები, ნაწილს ფსკერი არა აქვს, კარი არ ეკეტება და წარმოიდგინეთ, სალონშიც  ისე წვიმს, როგორც გარეთ.

მოქალაქეებს ტრანსპორტში დისკომფორტი ექმნებათ, ქუთაისის მერის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ცხევიანი ფასის მატებაზე კონკრეტულს არაფერს ამბობს,  მერიაში კი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი საფასურს თავად მოუმატებს, ისინი დაჯარიმდებიან, თუმცა უცნობია საჯარიმო თანხის ოდენობა.

ქუთაისში ბოლო რამდენიმე წელია სამარშუტო ტაქსით ქალაქის რამდენიმე გარე უბანში გადაადგილება ჭირს, მძღოლები საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე ხაზიდან თავს თვითნებურად იხსნიან და კერძო შეკვეთებზე დადიან.

ქალაქში მგზავრობის საფასური თვითნებურად მოიმატებს თუ არა ხვალ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.