„მუქარას დაემატა აკრძალვა, საკონსტიტუტციო საკითხებზე ესაუბროს პრეზიდენტი საკუთარ ხალხს“

როგორც უკვე ცნობილია, პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ შეხვედრას, რომელზეც მარგველაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს „კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვასთან” დაკავშირებით საკუთარი ხედვა უნდა გააცნოს, პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობად აფასებს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91/

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი  ირაკლი კობახიძის ამ  განცხადებას გამოეხმაურა.

,,ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ვუზრუნველყოფდით ძალიან ფართო დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკითხს, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტისადმი აქამდე არსებული მუქარების დანამატს, კერძოდ დაემატა მუქარა, აკრძალვა, საკონსტიტუტციო საკითხებზე ესაუბროს პრეზიდენტი საკუთარ ხალხს, რომლის გარანტიაც თავად პრეზიდენტია. ეს საკითხი უბრალოდ არც ერთ რეალურ კომენტარს არ საჭიროებს“- განაცხადა აბაშიშვილმა.