“სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს ითანამშრომლოს პრეზიდენტთან”

პარლამენტის თავმჯდომარის პრეზიდენტთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ეხმიანება:

” მიკვირს, როგორ უკვირს თავად კობახიძეს უპატივცემულობა, როცა რამდენიმე დღის წინ მან სრულიად უპატივცემულო და არაკორექტული განცხადება გააკეთა პრეზიდენტთან დაკავშირებით და პრინციპში აღიარა, რომ მთელი ცვლილებები, რასაც საკონსტიტუციო კომისია გეგმავს მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ მათ დიდი ხანია პრობლემა აქვთ პრეზიდენტ მარგველაშვილთან. ეს არ არის ახალი. როდესაც კოალიციაში პარტნიორები ვიყავით, მაშინაც არაერთხელ მომისმენია ამ ტიპის განცხადებები. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს ითანამშრომლოს პრეზიდენტთან და პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს” – განაცხადა სამნიძე