„დიალოგი მას მერე უნდა დაიწყოს, რაც აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს დაუბრუნდება!“

 ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, მემარცხენე ცენტრისტული პარტიის წარმომადგენელმა იური რატასმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას ესტონეთის საქმეების გარდა ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეებზეც და განაცხადა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ საქართველოს , უკრაინის და ყირიმის საკითხების გადაწყვეტის შემდეგ უნდა დაიწყოს.

-„ნატოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ერთ შემთხვევაში უნდა დაიწყოს, მას მერე, რაც ყირიმი დაუბრუნდება უკრაინას, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი-საქართველოს. ჩვენ ღია უნდა ვიყოთ დოალოგისთვის, მაგრამ დიალოგის უმთავრესი თემა უნდა იყოს უკრაინის, საქართველოს და მოლდავეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“.